|
2017-02-10 20:58:51, 2136 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად ნიკოლოზ ნათენაძე დაინიშნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ნიკოლოზ ნათენაძე არის სამართალმცოდნე, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, რომლის ძირითადი კვალიფიკაცია არის ევროპის სამართალი; საერთაშორისო კერძო სამართალი; პრივატიზაცია; კორპორატიული სამართალი; გარემოსდაცვითი სამართალი; საინვესტიციო სამართალი და სამოქალაქო სამართალი. ნათენაძეს განათლება მიღებული აქვს როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში. იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის იურიდიული ექსპერტი. სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. გარდა ამისა, ნათენაძე 2004 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი იურიდიული მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)