|
2017-02-10 19:18:55, 1552 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ბანერი გამოფინა, რომელზეც „იმედის“ დარბევის“ კადრებია აღბეჭდილი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ტრიბუნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საპასუხოდ, ბანერი გამოფინა, რომელზეც 7 ნოემბრის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის“ კადრებია აღბეჭდილი. მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩია, მედიის თავისუფლებაზე საუბრის დროს, აღნიშნული დღე გაიხსენონ: „„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მედიაზეა ზეწოლაა და აპროტესტებენ მედიაზე შტურმს. იმისათვის, რომ კარგად გაიხსენოთ ხოლმე ეს ამბავი და უფრო ლოგიკური როგორ იქნება, როდესაც მედიაზე შტურმს გააპრტესტებთ, ასეთ პლაკატებს მე თქვენ გაჩუქებთ, არ გამოვაკრავ, იგივეს ნამდვილად არ გავიმეორებ, არამგონია, მთლად სწორი საქციელი იყოს. როგორც მინიმუმ, ესეც უნა მიაკრა ხოლმე გვერდით. შემდეგ გაიხსენოთ, რას აკეთებდით გუშინ და როდესაც ამას გააკრავთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ამას მე თქვენ გაჩუქებთ, რომ არ დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. სხვათაშორის, კარგი ხარისხისააა, სკოჩებით გაკვრა არ დაგჭირდებათ. გაცილებით ოპერატიულად გავაკეთე საკუთარი ხარჯებით.ჩვენ ყოველთვის დავიცავთ მედია თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ საწყისებს და ყოველთვის ვიქნებით იმ ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, რომლებიც დღეს წუხან იმის გამო, რომ შესაძლოა სამსახური დაკარგონ. ჩვენ მათ შრომის უფლებებს დავიცავთ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)