|
2017-02-10 09:53:49, 1510 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სენატის უმრავლესობის ლიდერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სენატორ მიჩ მაკკონელის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა ბოლო წლების განმალობაში მისი არაერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საქართველოსთან ორმხივი ურთიერთობების განვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძისა და მიჩ მაკკონელის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს. უწყების ინფორმაციით, სენატორი დაინტერესდა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და გამოხატა სენატის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობს მიმართ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მინისტრმა სენატის უმრავლესობის ლიდერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს და მთავობის რეფორმების პროგრამის შესახებ. შეხევდრაზე მზაყოფნა გამოითქვა ხელი შეეწყოს ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)