|
2017-02-10 09:36:02, 1487 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატში შეხვედრებს განაგრძობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან შეხვედრის დროს. უწყების ინფორმაციით, სენატორის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკელი კანონმდბელების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როგორც ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ყველა იმ საკითხისადმი, რაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უსაფრთხოებას ეხება. დადებითად შეფასდა თავდაცვის სფეროში ამერიკა-საქართველოს თანამშრმლობა. მინისტრმა სენატორს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე რეფორმების, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციების შესახებ. მზადყოფნა გამოითქვა ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მინისტრმა სენატორი საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)