|
2017-02-10 09:14:35, 1301 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 10 თებერვალს, 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან აქციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ 10-15 თებერვალს უზენაესი სასამართლო ხელისუფლების ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანას აპირებს. „უკანასკნელი დღეების განავლობაში საზოგადოებამ იხილა არაერთი ფაქტი იმისა, თუ როგორ არის ხელისუფლება ჩართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. რუსთაველის მეტროსთან შეკრების შემდეგ, მოეწყობა მსვლელობა უზენაესი სასამართლოს მიმართულებით და სასამართლო გადაწყვეტილებაში ივანიშვილის უხეშ ჩარევას გავაპროტესტებთ. ასევე, სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა იმ პატიოსან მოსამართლეს, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა სასამართლოში",-აღნიშნა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)