11:09 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 16:29:49, 1514 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს

სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს   პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავს.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს.

 „ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს: მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და ხელი შევუშალოთ ძალაუფლების კონცენტრირებას თავმჯდომარეების ხელში და გაიზარდოს მოსამართლეების დაცულობა.

მიუხედავად საკომიტეტო მოსმენაზე გუშინდელი შედეგისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი განხილვა ჩვენი შენიშვნების და პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს წინადადებას", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. შესაბამისად, პრეზიდენტის შენიშვნებზე უარი, ეს არის უარი ვენეციის კომისიის მიმართ. ასევე, ამ შენიშვნებით გვინდა შევუშალოთ ხელი და შევზღუდოთ ძალაუფლების კონცენტრაცია რამდენიმე ადამიანის,  სასამართლოს დირექტორის ხელში, რომელიც იუსტიციის საბჭოში იუსტიციის საბჭოს მიერ დაინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics