|
2017-02-08 13:42:58, 1376 ნახვა
პოლიტიკა
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა
საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. დღევანდელ სხდომაზე მანანა კობახიძის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის საკითხს განიხილავენ. გარდა ამისა, კანონმდებლები, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებზე იმსჯელებენ. პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილავენ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს ადგენს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის. პროექტის თანახმად, განისაზღვრება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი ორგანოები; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების კომპეტენცია აღნიშნულ სფეროში. რეგულირდება ბავშვის მოტივირებულად აღიარებასთან და მშობლის უფლების ჩამორთმევა-შეჩერებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები. ასევე, პირველი მოსმენით განიხილავენ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით განსაზღვრულია რამდენიმე დადგენილების პროექტის განხილვა. ესენია: „ბავშვთა განვითარებისაკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“; „პოლიტიკური დებატების დღის დანიშვნის შესახებ“; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშაულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“.
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)