|
2017-02-07 15:28:57, 1015 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს განათლების სფეროში არსებულ ბოლო სიახლეებს აცნობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს ხვდება. მინისტრი მედიას განათლების სფეროში არსებულ ბოლო სიახლეებს აცნობს. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა მასწავლებლების დამტკიცებასთან დაკავშირებით აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს. მისი თქმით, მასწავლებლად დამტკიცებისთვის, პედაგოგმა ორი გამოცდა უნდა ჩააბაროს და სხვადასხვა აქტივობებში მიიღოს მონაწილეობა. ”მასწავლებელმა 3 საფეხური უნდა გაიაროს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საფეხური საკმაოდ რთულია. მოველით, რომ 2017 წელს უფროსი მასწავლებელი გახდება 4000-დან 4500-მდე პედაგოგი, რაც წინა წელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა. ამასთან, მსგავს ზრდას ველოდებით მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს უფროსი მასწავლებელი დაახლოებით 800 პედაგოგი გახდა ”, - აღნიშნა ჯეჯელავამ. რაც შეეხება, მასწავლებლების ტრენინგებს, მინისტრის თქმით, პედაგოგების გადამზადება მიმდინარეობს და მას ”მასწავლებლის სახლი” აფინანსებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების შემოტანაა. ”სკოლებში მოსწავლეების მხოლოდ 2-7% ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში, რაც ტრაგედიაა. ამისთვის უნდა განვითარდეს სკოლების ინფრასტრუქტურა. დაახლოებით 300 დარბაზში უნდა ჩატარდეს რემონტი, კიეევ 500 დარბაზი ასაშენებელია. გამოდის, რომ მხოლოდ 5% სკოლების აქვს დარბაზი. ბიუჯეტიდან დარბაზების მშენებლობასა და რემონტში საჭიროა 830 მილიონი ლარი გამოიყოს”, -გაბაცხადა მან. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებაც აუცილებელია და ის 1 თვეში დაიწყება. ”ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადებას სპორტული ფედერაციები განახორციელებენ. კერძოდ კი, რაგბის, ფრენბურთის, ფეხბურთისა და ხელბურთის სათამაშო ფედერაციები იქნებიან ჩართული”, -აღნიშნა ჯეჯელავამ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)