14:07 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 16:21:14, 1401 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ კვლავ გერმანიაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. 

საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ ვიდეოში, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

როგორც შარტავა განმარტავს, პატრიარქი ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება, მას საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდება, რის შემდეგაც სპეციალისტები მკურნალობის გაგრძელების ტაქტიკაზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ ხუთშაბათს გაემგზავრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics