|
2017-02-03 16:58:44, 1221 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მუშაობა განაახლა
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა. პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგული გამოკვლევები სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება; პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მამოგრაფია და პათოლოგიური მდგომარეობა არ აღმოაჩნდა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ; საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და მორფოლოგიური კვლევისთვის ბიოფსიური მასალის აღებას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ აღმოაჩნდა პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ; პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. ექიმი, კვლევის შემდეგ, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ; სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით პირებში; ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით პირებში. (NS)
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)