|
2017-02-03 16:39:06, 1297 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარი საქართველო-ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, ასევე, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ, მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეული პროგრესი აღიარებულია, როგორც ეუთოს, ისე - სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სებასტიან კურცმა გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ ვიზის ლიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ვიზის ლიბერალიზაცია იმ პროგრესის კარგი დადასტურებაა, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულების პროცესში მხარდაჭერისთვის, ავსტრიას მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გიუნტერ ბეხლერი, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ხოლო საქართველოს მხრიდან -საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რეპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)