|
2017-02-02 12:37:30, 1174 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის გერმანიაში გამგზავრება რამდენიმე დღის წინ ტემპერატურის აწევამ დააჩქარა. „პატრიარქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ჩივილები არ აქვს, თუმცა სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თქვენ იცით დეკემბერში განვითარებული მოვლენები. ამ ფონზე, გამოიკვეთა ნაღველ-კენჭოვანი დაავადება და ნაღვლის ბუშტის ანთება, თუმცა, სპეციალისტების დახმარებით მკურნალობა წავიდა რემისიაში. სამი დღის წინ იყო ეპიზოდი ხანმოკლე ტემპერატურის რეაქციის, მაგრამ, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე, გამოიკვეთა, რომ ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი გამწვავდა და მოსალოდნელია ანთების შემდგომი გართულება. ამიტომ, სპეციალისტებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს, რომ გამოკვლევა, დაკვირვება და სავარაუდო სამედიცინო ჩარევა, რომელიც შესაძლოა ქირურგიულიც იყოს, მოხდეს არა აქ, არამედ გერმანიაში, ბერლინში, იმ კლინიკაში, სადაც მას ადრეც ელოდებოდნენ“, - განაცხადა ექიმმა. ამასთან, ჯერ ჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება პატრიარქი საქართველოში. ცნობისთვის, პატრიარქი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)