06:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 13:08:27, 1278 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასა და მასზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მისვლას მოითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ისეთი ნაბიჯების გადადგმას მოუხშირა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს სერიოზულ ზიანს აყენებს.

"ეს დაიწყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებით და მავნებლური ხელშეკრულების ხელმოწერით. მერე მთავრობამ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი დამსახურებული ჯარისკაცის პირადი საქმე გადასცა, რაც სახელმწიფო ღალატის ნიშნებს შეიცავს. ამას ემატება ისიც, რომ ხდება ათასობით ადამიანის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. გასაგებია, რომ დღევანდელი ბიუჯეტი შეიძლება არ იყოს მეხუთე ბრიგადის სრულფასოვნად შესანახად საკმარისი, მაგრამ ჩვენისთანა მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებში, მათ შორის, ბალტიისპირა ქვეყნებში სახელმწიფო და სამხედრო ხარჯები იზრდება. შეიარაღებული ძალების შემცირება, როგორც მინიმუმ მცდარი და სინამდვილეში ძალიან მავნებლური ნაბიჯია და ეს მაშინ, როცა ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი სავსეა ათასი უპასუხისმგებლო პროგრამებით“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

როგორც კალანდაძემ განმარტა, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებულ შეკითხვებს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა პასუხები უნდა გასცენ.

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ და საპარლამენტო უმცირესობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს, სადაც უნდა მოვიდნენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები და ყველა კითხვას გასცენ პასუხი“, - აღნიშნა კანდელაკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics