|
2017-01-31 16:37:44, 1268 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ქალ მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დღეს ბათუმში, სასტუმრო შერატონში, აჭარაში ქალ მეწარმეთა პირველი ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმში 80-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობდა. მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმს ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ასოციაცია "ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე. სოფიო ბაკურიძემ ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიო, გლობალიზაციის შეუქცევადი პროცესი და საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპი უპირობოდ ითვალისწინებს ქალთა ჩართულობის გაზრდას და ქალის როლის განმტკიცებას როგორც ქვეყნის დემოკრატიის გაღრმავების, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების პროცესში. ფორუმზე წარმოდგენილები იყვნენ ის წარმატებული ქალბატონები, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ საგრანტო პროექტებში ან ისარგებლეს შეღავათიანი სესხებით თავიანთი ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოებლად. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მაღალმთიანი აჭარის წარმომადგენლები. რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში "ქალთა ოთახებთან" პარტნიორობით ხდება სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულობის გაზრდა. ფორუმი, რომლის მთავარი გზავნილი იყო "წარმატებული ქალი - ძლიერი ეკონომიკა", აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასტან არსებული აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსი"-ს იმპლემენტირებული "მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" მხარდაჭერით ჩატარდა. (NS)
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)