09:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 19:15:00, 1172 ნახვა

საზოგადოება
გვენეტაძე: ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სესხები გადაუვადონ

ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სესხები გადაუვადონ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი დაისვა ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკს უნდა, რომ მსესხებლებს შუამდგომლობა გაუწიოს კომერციულ ბანკებთან იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ბანკებს აქვთ, რათა შეძლებისდაგვარად გადაუვადონ ასეთი სესხები. 

​„კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ამ შემთხვევაში მაქსიმალურად გაითვალისწინონ ეს სიძნელეები და გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც ამ პირობებში შესაძლებელია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics