10:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-28 16:30:05, 2566 ნახვა

სამართალი
სუს-ი: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს.

ამის შესახებ სუს-ში ლუკავას ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადეს.

„აღნიშნული ინფორმაცია გუშინ მივაწოდეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას. მათი მეშვეობით გააქტიურდა ცხელი ხაზი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ ადასტურებს ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას საქმეზე მუშაობა გრძელდება“, - აცხადებენ სუს-ში.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე პატიმრობამისჯილი გიორგი ლუკავას ოჯახის წევრები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

მათი განცხადებით, ლუკავა ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ დრანდის ციხიდან მისი სხვაგან გადაყვანა იგეგმებოდა. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ის მოკლულია.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ომის მონაწილე, გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics