15:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 13:32:29, 2070 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: „ნაცმოძრაობამ“ სპექტაკლები დადგა, თითქოს მხოლოდ ისინი შრომობდნენ, რომ ცერცვაძე დაცული ყოფილიყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  „ნაციონალურმა მოძრაობამ" სპექტაკლები დადგა, თითქოს მხოლოდ ისინი შრომობდნენ და აკეთებდნენ საქმეს, რათა გიორგი ცერცვაძე უცხო ქვეყანაში დაცული ყოფილიყო.

 "რეალურად, ამას ჰქონდა მეორე მხარე, და არ იყო მხოლოდ ისე, როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ხდებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი, იყო ფორმალური, არაფორმალური კონტაქტები დამყარებული, უამრავი კონსულტაცია იყო ამ საქმესთან დაკავშირებით, საბოლოოდ ძალიან კარგი იყო ის შედეგი, რამაც უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება",-აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გია ცერცვაძე პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს. იგი რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის ძებნილა სიაში იყო. რუსული მხარე მას მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედავება და ცერცვაძის ექსტრადირებას ითხოვს. რუსეთის მტკიცებით, გია ცერცვაძემ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში და შემდეგ უკრაინის ომში იბრძოდა, 2003 წელს სოჭში ადამიანი მოკლა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics