|
2017-01-25 17:49:11, 1329 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატებმა შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან გამართეს. მხარეებმა ქართული დელეგაციის განახლებული შემადგენლობის სამომავლო გეგმებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, საუბარი შეეხო პედრო აგრამუნტის იმ განცხადებასაც, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა. „ვისაუბრეთ დელეგაციის ახალი შემადგენლობის მუშაობის სტრატეგიაზე, თუ რა საკითხებზე და როგორ ვაპირებთ აქტიურობას მომავალი წლების განმავლობაში. მივაწოდეთ ინფორმაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა და ამ პროცესში ევროსაბჭოს, კერძოდ, ვენეციის კომისიის ჩართულობაზე, რაც ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული. ასევე, ვისაუბრეთ მის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით, რაზეც მან გვითხრა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არ აქვს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)