00:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 11:54:35, 1810 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშოაბა განაახლა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი შეხვედრას ამ წუთებში მართავს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ტერიტორიული მოწყობისა და მათ შორის აფხაზეთთან ურთიერთობის საკითხების მიმართულებით, ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაციისა და სუვერენიტეტის მთლაიანად აღდგენის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

"არ შეიძლება ამ მიმართულებით, ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომელიც შექმნის პრობლემებს. რაც შეეხება ადგილობრივ თვითმართველობას ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია გარანტიების შექმნა, მათ შორის ფინანსურის, რომ თვითმართველობა რეალურად ზრუნავდეს ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამასთან, გია ვოლსკის თქმით, ფაქტია, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის საკითხებს ვერ გადაწყვეტენ.

გარდა ამისა, გია ვოლსკიმ კითხვაზე ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფება უნდა ჩაეწეროს თუ არა პრეამბულაში, ასე უპასუხა:

"უნდა ჩაიწეროს ძირითადი ფორმულირება, საითკენ მივდივართ, რა პრინციპებისკენ მივდივართ და ამ პრინციპს პასუხობს დღეს ევროკავშირი. იმაზე პასუხი თუ რა იქნება 100 წლის შემდეგ, აქ ახლა კონსტიტუციის ხანდაზმულობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ კონკრეტიკასთან დაკავშირებით თავს შევიკავებდი. უნდა ვიცოდეთ ის პრინციპები რაც გვაერთიანებს ევროკავშირთან. თუ რა სტრუქტურებს შეეხება, ეს კონკრეტიკა საჭირო არაა", - აღნიშნა ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics