|
2017-01-21 14:11:22, 1256 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი: ვლადიმერ პუტინი მზად არის, დონალდ ტრამპს შეხვდეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის, ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდეს, - ამის შესახებ BBC რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება. როგორც პესკოვმა BBC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს დაურეკავს და პრეზიდენტად ოფიციალურად დანიშნვას მიულოცავს. მისი განმარტებით, პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს თვეებში შედგეს. "უახლოეს დღეები პრეზიდენტი პუტინი ამერიკელ კოლეგას დაურეკავს და თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას მიულოცავს. რაც შეეხება შეხვედრას, ის უახლოეს კვირებში მოსალოდნელი არ არის. პირიქით შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე თვეში მოხდეს. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ახლა ბევრი საქმე აქვს და მისთვის თავისი ქვეყანაა პრიორიტეტული. თუმცა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმერ პუტინი ამ შეხვედრისთვის მზად არის", - განაცხადა პესკოვნმა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპთან შესახვედრად ნებისმიერ დროს მზად არის. თუმცა, პუტინის თქმით, უმჯობესია ჯერ ახალი ადმინისტრაცია ჩამოყალიბდეს და მხარეებს შორის შეხვედრა მას შემდეგ შედგეს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გუშინ შედგა. რესპუბლიკელმა ფიცი, თბილისის დროით 21:00 საათზე დადო.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)