|
2017-01-20 14:27:41, 1255 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანდა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. როგორც მან ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან სასიხარულო მოვლენაა, როცა ამომრჩევლებმა თავისი პარტიის ბედი თვითონ გადაწყვიტეს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ფასი კაპიკი იქნება თუ საქართველოს მოქალაქეეებს არ ეცოდინებათ, რომ მათი პირველი დამცველი ეს პარტიაა. „მე უკვე აღარ ვარ მოწვეული წევრი. შეგიძლიათ ჩამთვალოთ როგორც ამ ორგანიზაციის წევრად. მგონია, რომ ამ პარტიის და საერთოდ პოლიტიკურ სისტემაში ძალიან სასიხარულო მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა პარტიის წევრებმა ანუ ამომრჩევლებმა თვითონ გადაწყვეტეს თავისი პარტიის ბედი. ეს დიდ იმედს მაძლევს, როცა მომავალზე ვსაუბრობ. ორ მიზანზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია და მეორე ის, რომ ეს პარტია ჩადგეს ხალხის სამსახურში. გვეყოფა თბილისის რამდენიმე უბანში სალონური მოქმედება, რეგიონში ხალხი არის ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე, ამ პარტიის ფასი იქნება კაპიკი, თუ საქართველოს მოქალაქეს არ ეცოდინება, რომ მისი პირველი დამცველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“,-აღნიშნა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)