|
2017-01-20 12:29:37, 1015 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დეტალურად განიხილეს. „დღეს შედგა საინტერესო შეხვედრა ბატონ ჯანი ბიკიკიოსთან. ჩვენ განვიხილეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კომისიის ფორმატი, კომისიის შემადგენლობა და ჩვენი სამუშაო გეგმა. ასევე, განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. შევთანხმდით საკონსტიტუციო კომისიისა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობის გეგმებზე. გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული, იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნება მოწოდებული ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. განვაცხადეთ, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და ეს ჩვენი განაცხადი იქნება რა თქმა უნდა შესრულებული. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, ყველა დეტალი განვიხილეთ“, - აღნიშნა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიოს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხდა. „მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ჯანი ბუკიკიოს ჩვენს თხოვნაზე სწრაფი რეაგირებისთვის, საქართველოში ჩამოსვლისთვის და მისი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)