|
2017-01-20 11:46:49, 2080 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანის შეხვდა
დავოსში მიმდინარე 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანისთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის გაზრდილ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეიხმა მზადყოფნა გამოთქვა წვილილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში. გიორგი გახარიამ შეიხს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყანაში კატარული ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ისეთ სახელმწიფო პროგრამებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. (NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)