19:55 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 19:05:31, 1249 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფირმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორში არსებულ პოტენციალსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობისგაღრმავების პერსპექტივებზე.

პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით,  სერბეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მზად არის ითანამშრომლოს საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას.

შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics