|
2015-03-28 14:35:19, 504 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს
დღეს მსოფლიო „დედამიწის საათს“ აღნიშნავს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციასა (CENN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, დედამიწის საათს აღნიშნავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროსა და CENN- ის მიერ გამოცხადდა პოსტერების კონკურსი თემაზე - „მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენება ჩვენს რეგიონში“. კონკურსში საქართველოს 5 რეგიონის - აჭარის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი პოსტერები რეგიონებში არსებული მინერალური რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებს ასახავდა. გამარჯვებულ 22 მოსწავლეს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ სამინისტროში უმასპინძლა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და სერთიფიკატებით დააჯილდოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)