|
2015-03-27 17:36:28, 684 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრი საერთაშორისო გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათს" შეუერთდება
28 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათზე, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებშში ერთი საათით ელექტროენერგია გამოირთვება. ელექტროენერგიის გამორთვით სააგენტოს თანამშრომლები დედამიწის მიმართ თანადგომა გამოხატავენ და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე მასშტაბურ მსოფლიო აქციას შეუერთდებიან.. „ჩვენი მიზანია ერთად ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შეჩერებისთვის, ამ გლობალურ კამპანიაში ჩართვით გვინდა წვლილი შევიტანოთ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საქმეში, ხაზი გავუსვათ თითოეული ადამიანისა თუ ორგანიზაციის პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე“, -აცხადებენ საჯარო რეესტრში. დედამიწის სიმბოლური ერთი საათის აღსანიშნავად საქართველოს დიდ ქალაქებში ერთი საათით ჩაბნელდება საკვანძო შენობები და საჯარო ადგილები. "დედამიწის საათის" ორგანიზატორია გაერო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). საქართველოში აქცია უკვე მეშვიდედ იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)