22:57 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 09:41:48, 1710 ნახვა

პოლიტიკა
საქართველს ისრაელის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თბილისში დღეს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ჩამოვიდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუვენ რივლიანი შეხვედრებს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

10 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics