07:20 - 29 Jun, 2026
|
2015-03-27 11:42:06, 649 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა გერმანიის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიის საელჩოში მივიდა და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული გერმანიის მოქალაქეების გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, თანადგომა გამოუცხადა კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ გერმანელ ხალხს. ცნობისთვის, 24 მარტს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ავიაკატასტროფა განიცადა გერმანული ავიაკომპანიის „Germanwings Flight “-ის თვითმფრინავმა, რომელიც რეისს ბარსელონადან დიუსელდორფში ასრულებდა. ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 142 მგზავრი, 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)