22:55 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 20:23:38, 1275 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: პრეზიდენტს არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ გიგი უგულავას უფლებები დაცულიყო

 „როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პირველ რიგში, როგორც უფლებადამცველი  მივესალმები გიგი უგულავას როგორც, ყოფილი პატიმრის გათავისუფლებას და თავისუფლებაზე ყოფნას“,-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

დოლიძის თქმით, იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დაერქვას სახეზე ბევრი თვისობრივი მაჩვენებლი უნდა იყოს.  

„ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე, თუმცა პრეზიდენტს მანამდე არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი გიგის უფლებები და თავისულფებები. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ დარიგებას იმ ტერმინის და იარლიყის, რასაც ჰქვია პოლიტპატიმარი. იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დავარქვათ, ამისთვის სახეზე უნდა იყოს ბევრი თვისობრივი მაჩვენებელი, მარტო ის, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული, მის მიმართ არის წაყენებული ბრალი, ამიტომ დავარქვათ საქმეს პოლიტპატიმრების საქმეს, მე ამას ვეწინააღმდეგები“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics