|
2016-12-29 19:56:32, 1435 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მედიაპლურალიზმი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით
მედიაპლურალიზმი "ქართული ოცნების"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ვერ ჩაერევა სასამართლო გადაწყვეტილებაში, თუმცა, აღნიშნულ პროცესს თვალყურს ადევნებს, რათა მედიაპლურალიზმი დაცული იყოს. "ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყველაფერს და ჩვენი ვადლებულებაა, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მედია პლურალიზმი. ამ კუთხით ფუნდამენტური ცვლილებაა 2012 წლის შემდეგ. მედიაპლურალიზმი არის სწორედ "ქართული ოცნების"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)