|
2016-12-29 17:36:23, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ზურაბ ჭიაბერაშვილს გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით შეაწყვეტინეს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჭიაბერაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან ქრება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები იძლეოდა საშუალებას, საქართველოს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტუალური ყოფილი. ჭიაბერაშვილის გამოსვლას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას რეპლიკა მოჰყვა. მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპატიჟა. "თქვენ ხართ პროვოკატორები, თქვენ მოიპატიჟეთ აქ რუსეთი თქვენი პროვოკაციული პოლიტიკით", - მიმართა მარშანიამ ზურაბ ჭიაბერაშვილს. ამის შემდეგ ემზარ კვიციანმა და ადა მარშანიამ ჭიაბერაშვილის გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე ომის დროს ყველაზე მასშტაბური ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელა
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)