13:23 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 14:43:25, 1230 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც რეფორმების ე.წ. მესამე ტალღის სახელით არის ცნობილი დღეს მესამე მოსმენით - 87 ხმით, ერთხმად მიიღეს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები კონკრეტდება  - თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლედ დაინიშნოს.

ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.

გარდა ამისა, „საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics