|
2015-03-26 16:02:04, 982 ნახვა
სამართალი
საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი გახდა
საქართველო ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი გახდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სასამართლოში გაწევრიანება საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის თანამეგობრობის აქტიური წევრისთვის, წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ნაბიჯი განამტკიცებს დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნის იმიჯს. „ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრობა ქვეყანას საარბიტრაჟო სასამართლოსთან კიდევ უფრო ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოს დახმარებას გაუწევს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, კანონმდებლობის დახვეწა, არბიტრაჟის სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით სპეციალური ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება. ამასთან, სასამართლოს აქვს ფინანსური დახმარების ფონდი, რომელიც დღესდღეობით სახელმწიფოებისთვის საარბიტრაჟო დავების ხარჯების დაფინანსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. საქართველოს, როგორც წევრ სახელმწიფოს, საჭიროების შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, მიმართოს აღნიშნულ ფონდს ფინანსური დახმარების თხოვნით. ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში გაწევრებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. 2014 წლის დასაწყისში იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა სასამართლოს წევრობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს წევრობა ქვეყნისთვის პრესტიჟისა და მრავალი მიმართულებით სარგებლის მომტანი იქნებოდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინიციატივით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა ამ უკანასკნელს მიეღო საჭირო ზომები სასამართლოში ქვეყნის გაწევრებისთვის. საქართველოს წევრობისა და სასამართლოსთან მომავალში თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით 2014 წლის მარტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლოს გენერალური მდივნის მოადგილესაც შეხვდა“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლო დაარსდა 1899 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს და საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტიტუციას. სასამართლო ადმინისტრირებას უწევს როგორც კომერციულ და საინვესტიციო დავებთან დაკავშირებულ პროცესებს, ისე ტერიტორიულ, საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ დავებს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)