02:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 15:52:07, 417 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელია: იმედია, პრემიერი ჩემი მუშაობით კმაყოფილია

"იმედია, პრემიერი  ჩემი მუშაობით კმაყოფილია,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არაა.
„ამ ეტაპზე არ იგეგმება არც ერთი მინისტრის გადახედვა გათავისუფლება, მსგავს სენსაციას უახლოეს პერიოდში არ გპირდებით. ამასთან ერთად, რომ გითხრათ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ მეთქი, ალბათ არ იქნება გულწრფელი ნათქვამი. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს, მაქსიმუმის გაკეთება უნდა შევძლთ და იგივე მოწოდებები მაქვს მინისტრებისადმი. მინისტრების მიმართ მოთხოვნა რაც მაქვს, ეს არის მეტი ინიციატივა აიღონ მათ, მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, დღევანდელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა  ყველა კითხვას ნათლად უპასუხა.
"პრემიერის კონფერენციაზე ძალიან ნათლად იყო ჩამოყალიბებული მთავარი მიმართულებები, ის, რაც უკვე შესრულდა და რაზეც მუშაობს საქართველოს მთავრობა, ისევე რიოგორც ძალიან ნათლად გაეცა პასუხები დასმულ კითხვებს",-აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics