|
2016-12-27 14:57:21, 2123 ნახვა
სამართალი
TDI მოხეს სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლის მოთხოვნით განათლების სამინისტროს მიმართავს
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა მოხეს საჯარო სკოლაში მე-12 კლასის მოსწავლის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლისა და კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტს ოფიციალურად მიმართა. TDI მიიჩნევს, რომ სამინისტრომ ასევე უნდა იმსჯელოს, რამდენად აკმაყოფილებს მოხეს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენცია და კვალიფიკაცია მის მიერ დაკავებული თანამდებობის პროფესიულ სტანდარტს. „საჯარო სკოლის სივრცეში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი შიდა აუდიტის დეპარტამენტი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების (№89/ნ) თანახმად, მას ევალება შეისწავლოს ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ამავე დებულების თანახმად, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ვალდებული იყო, საკუთარი ინიციატივით, ამ დრომდე დაეწყო მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი სავარაუდო კანონდარღვევის შესწავლა და მოეხდინა შესაბამისი რეაგირება, რადგან სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დაზარალებულის საჩივარი, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია“, - ნათქვამია TDI-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)