16:10 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 13:08:32, 895 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა დაწინაურების მიზნით კონკურსი ჩატარდა

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკურსი ჩაატარა.

კონკურსი 24-25 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ  თანამშრომელს, რომელსაც სურდა დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულო იყო ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 650 მათგანი გამოცხადდა.

ტესტირების შედეგების ნახვა კონკურსანტებს შეეძლებათ 10 სამუშაო დღის შემდეგ, სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge, თითოეული მათგანისთვის მინიჭებული უნიკალური შტრიხკოდის საშუალებით. შტრიხკოდები თან ახლავს ტესტის ბოლო ფურცელს, რომლის ასლიც კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა. ამასთან, 10 სამუშაო დღის შემდეგ, კონკურსანტებს, შეხსენების მიზნით, საკუთარი კოდი დაეგზავნებათ სმს-შეტყობინების სახით.

შეგახსენებთ, რომ ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგია:

30 ქულა - აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად;

40 ქულა - აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად;

50 ქულა - საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics