|
2016-12-27 12:02:40, 2199 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 175 მსჯავრდებული. ამათგან 122 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, მათ შორის 12 ქალბატონი; დანარჩენ 53 მსჯავრდებულს, რომელთაგან 2 ქალბატონია, შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით. „შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 2016 წლის 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიაწოდა პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ დღეს, 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 175 მსჯავრდებული, რომელთაგან 14 ქალბატონია", - განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)