|
2016-12-26 13:46:01, 2061 ნახვა
სამართალი
სოციალური მომსახურების სააგენტო იმერეთის სამხარეო ცენტრის სპეციალისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს
სოციალური მომსახურების სააგენტო იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სპეციალისტების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა. „მას შემდეგ რაც, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკში“ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2 თანამშრომელი. სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას მსგავსი, შესაძლო დარღვევების გამოსავლენად“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. შეგახსენებთ, საპენსიო თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)