2016-12-26 13:02:22, 1229 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.
მინისტრი კომიტეტის წევრებს აცნობს ბოლო ორი თვის განმალობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე სხვა საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის შეაჯამებს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ განხორციელებულ მაღალი დონის მნიშვნელოვან ვიზიტებს.
ასევე, მიხეილ ჯანელიძე პარლამენტარებს გააცნობს ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს, შეაჯამებს ნატო-სა და ეუთოს მინისტერიალებს და იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან