|
2015-03-26 14:07:24, 619 ნახვა
საზოგადოება
დაცულ ტერიტორიებს შორის ეკოკორიდორები ჩამოყალიბდება
სასტუმრო „ვერე პალასში“ რეგიონული პროექტის - „ ეკოლოგიური კორიდორები კავკასიაში“ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტი დაცულ ტერიტორიებს შორის დამაკავშირებელი ეკოკორიდორების შექმნას ისახავს მიზნად. მათივე ინფორმაციით, საქართველოში პილოტურ კორიდორად შერჩეულია დასავლეთ მცირე კავკასიონი. პროექტის ფარგლებში ეკოკორიდორების ფონდი ჩამოყალიბდება, გრანტის მოცულობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონში 8 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობისთვის, პროგრამა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს ( BMZ) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)