2016-12-23 10:49:59, 1084 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე „გაზპრომ-ექსპორტის“ და „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობას შეხვდება
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, 23-24 დეკემბერს, ქალაქ მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" და კომპანია „ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს" ხელმძღვანელობას 24 დეკემბერს შეხვდება, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის" წარმომადგენლებს 23 დეკემბერს.
„კომპანია „ინტერ-რაოსთან" მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისა და მიმდინარე ტექნიკური საკითხების შესახებ ისაუბრებენ, ხოლო კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ყოველწლიური მოლაპარაკებების ფარგლებში შედგება“, - აცხადებენ სამინისტროში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან