04:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:11:18, 1635 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ

პრეზიდენტი ბერლინისა და ანკარის ტერაქტების, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, გვსურს გამოვეხმაუროთ გასული დღე-ღამის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ შემზარავ ფაქტებს. პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ბერლინისა და ანკარის ტერაქტების გამო, ასევე ციურიხში მომხდარი ფაქტის გამო. ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს“, - აღნიშნა მიშველაძემ.

მისივე თქმით, საგანგაშო ვითარებაა სირიაშიც, სადაც ყოველდღიურად იღუპებიან ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

„პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობა დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებას მოითხოვს  საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ ვეძებთ გზებს  სირიაში მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. ამ საკითხზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა დღეს გაიმართება“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics