|
2016-12-18 12:18:12, 2181 ნახვა
სამართალი
შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ახალწვეულებმა ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 335-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი ივანე ზურაბაშვილი, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და წვევამდელების ოჯახის წევრები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ახალწვეულების ოჯახის წევრებმა ჯარისკაცების საცხოვრებელი და სასწავლო შენობები დაათვალიერეს. შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ისინი სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ჯარისკაცები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით, ასევე, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცემათ, ხოლო, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, ისინი სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)