|
2016-12-16 19:32:56, 2651 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა
ბუდაპეშტში 15-16 დეკემბერს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. უწყების ინფორმაციით, გენადი არველაძესა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივან იშტვან ლეპშენს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე აღნიშნული მოლაპარაკებების მსვლელობისას შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები განიხილეს. შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს უნგრული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)