|
2016-12-16 17:26:27, 2083 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკი“ სტარტაპ მარკეტის მხარდამჭერია
შაბათ-კვირას თბილისში ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. 17-18 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი 16 განსხვავებული ინდუსტრიის დამწყებ და წარმატებულ მეწარმეს უმასპინძლებს. ღონისძიების მხარდამჭერი - ტერაბანკი და კომერციული და საჯარო სფეროს სხვა წარმომადგენლები არიან. სტარტაპ მარკეტი სარეკლამო სააგენტო „ბეთერფლაის“ ორგანიზებით ტარდება. ეს არის საქართველოში პირველი ალტერნატიული სავაჭრო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია მეწარმეების პოპულარიზაციასა და არსებული ეკოსისტემის შეცვლაზე. სტარტაპ მარკეტზე წარმოდგენილია ინდუსტრიული დარგები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ხის ნაწარმი, კერამიკა, სურსათი, კვება, ინოვაცია, ონლაინ ბიზნესი, დეკორი. მათი რაოდენობა სულ 120 -ია. სპეციალურად მათთვის, ტერაბანკი განსაკუთრებულ შეთავაზებას ამზადებს: გადარიცხვები ლარსა და დოლარში - უფასოდ, თანხის განაღდება ანგარიშიდან და ბანკომატიდან, ინტერნეტ ბანკინგი, სახელფასო ბარათები და ბიზნესბარათი - ასევე უფასოდ! - ეს არის წინადადება ტერაბანკისგან, რომლითაც ექსკლუზიურად ისარგებლებენ სტარტაპ მარკეტის მონაწილე მეწარმეები. როგორც ღონისძიების პარტნიორ კომპანიაში - ტერაბანკში ამბობენ, მათ ესმით, რომ დამწყები ბიზნესმენებისთვის მცირე ხარჯიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომ, გადაწყვეტილება უფასო საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების შესახებ მათ ძალიან მარტივად მიიღეს. გარდა ამ უპირატესობებისა, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებსა და მონაწილეებს საშუალება ექნებათ ტერაბანკის ფინანსური სახლს ესტუმრონ და ბანკირებისა და ანალიტიკოსებისგან მათი ბიზნესის განვითარებისთვის კონსულტაციები მიიღონ. ტერაბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს საუკეთესო პირობები შესთავაზონ, რადგან რებრენდინგის შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ბანკის მთავარი პრიორიტეტია. ტერაბანკი 17 წელია, რაც ქართულ საბანკო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. იგი შედის მძლავრ არაბულ საინვესტიციო კომპანია „დაბი ჯგუფში“, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მრავალპროფილურ ბიზნესს ფლობს: ტურიზმის ინდუსტრია, უძრავი ქონება, დეველოპმენტი, წარმოება, საბანკო და ფინანსური მომსახურება, საზღვაო ჭაბურღილები და ა.შ. „დაბი ჯგუფი“ ორიენტირებულია, მძლავრი ფინანსური რესურსითა და მართვის გამოცდილებით გააფართოოს ინვესტიციები ფინანსურ საქმიანობაში, მათ შორის - საქართველოში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)