|
2016-12-15 09:35:37, 2293 ნახვა
სამართალი
შსს-მ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული თ.გ. განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნით დათარიღებული ისტორიული და კულტურული ფასეულობის მქონე ორი უნიკალური წიგნი მოიპარა. ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები დატოვა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)