01:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 18:06:40, 1912 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
კულტურის მინისტრი: გელათში ფრესკებს განადგურება არ ემუქრებათ

კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, გელათის მონასტერში ჩასულ წვიმას ფრესკებისთვის დიდი ზიანი არ მიუყენებია.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე გელათზე დროებითი გადახურვაა გაკეთებული და ამ წუთებშიც იქ სამუშაოები მიმდინარეობს.

„როგორც იცით გელათში ძალიან დიდი სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სრულიად ახალი ტიპის გადახურვა კეთდება, მოჭიქული კრამიტით. წყალმა გაჟონა იმ ნაწილში, სადაც ძველი სახურავი არის დარჩენილი, თუმცა ძალიან ოპერატიული რეაგირება იყო. შეჩერებულია წყალი, გაკეთებულია დროებითი გადახურვა. ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ ასეთი რამ არ განმეორდეს. თუმცა ძალიან რთული პირობებია, ძლიერი თოვაა და სწორედ ამის გამო რთულდება ამ სამუშაოების ჩატარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ფრესკებს არ ემუქრება განადგურება. მე პირადად ვესაუბრე იქ მომუშავე ადამიანებს. დიდი ზიანი არ გამოუწვევია იქ ჩასულ წყალს, ასე რომ ნამდვილად არ არის ისეთი საგანგაშო მდგომარეობა, როგორიც დღის განმავლობაში ვრცელდება”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიანი ძლიერი წვიმის შედეგად, გელათის სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics