00:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 17:59:12, 2380 ნახვა

სამართალი კომენტარი
თარგამაძე: ძირითადი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა, გამოძიებას არ ვენდობი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის განცხადებით, ძირითადი კითხვები მაინც პასუხგაუცემელი დარჩა, - ამის შესახებ თარგამაძემ დაკითხვიდან გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის გამოძიებას არ ენდობა.

„ძირითადი კითხვები მაინც დარჩა პასუხგაუცემელი. პირველი - რატომ არ კვალიფიცირდება საქმე ტერორისტულ აქტად, რადგან მოხდა ხალხმრავალ ადგილზე და მიზნად ისახავდა სხვა ხალხის დაზიანებას. მეორე -  რა იყო მოტივი, რატომ გადაწყვიტა ამ პირმა ჩემი მოკვლა. მესამე არის ის, რომ გამოძიების მასალებიდან ჩანს, რომ დამნაშავე მარტო არ იყო და სხვა პირებიც ფიგურირებენ საქმეში და ისინი პასუხისგებაში არ არიან მიცემული. მიმალვაში მყოფ დავით ხეჩუაშვილზე მაინტერესებს, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობს შსს, რომ ამ ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გადაკვეთა საზღვარი. არ ვენდობი ამ გამოძიებას და ვთვლი, რომ როცა საქმის მეორე ნაწილს გავეცნობი, მაინც არაფერი შეიცვლება“, -აღნიშნა გივი თარგამაძემ.

ამასთან, გივი თარგამაძე მისი ავტომობილის აფეთქების საქმის მასალებს გაეცნო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics