|
2016-12-14 17:37:01, 2100 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: აქციზის გადასახადის ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე, ეროვნული ბანკის მოსაზრება წარმოადგინა. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის შეფასებით, გარკვეულ საქონელზე აქციზის გადასახადის ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება: „მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ზრდის პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება. თუ აქციზური საქონლის გაძვირება ინფლაციის მოლოდინებს გაზრდის, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს“,-აღნიშნა გვენეტაძემ. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9.5 მილიარდი ლარით განისაზღვრება. აქედან 8.8 მილიარდი ლარი საგადასახდო შემოსავლებზე მოდის. მომატებულია საგადასახადო შემოსავლები, ხოლო მცირდება მოგების გადასახადიდან შემოსულობები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)