|
2016-12-14 14:52:17, 2028 ნახვა
ეკონომიკა
ფრანსუა პეჰშო: ბიუჯეტის პროექტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ ფრანსუა პეჰშოს განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში ასახულია მთავრობის განზრახვა, ქვეყანის ფისკალური მდგრადობა უზრუნველყოს. როგორც პეჰშომ აღნიშნა, შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით, 700 მილიონი ლარით გაიზრდება. „ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, რის საფუძველიც იქნება ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით. მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ ხარჯების ნაწილშიც, სადაც აქცენტი გადატანილია მიმდინარე ხარჯებიდან კაპიტალურ ხარჯებზე. ასევე, მისასალმებელია მთავრობის განზრახვა, გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა დანახარჯების შემცირების პირობებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა შეძლებს, დაგეგმილი სცენარით შეასრულოს 2017 წლის ბიუჯეტი და შეამციროს დეფიციტი“,-აღნიშნა ფრანსუა პეჰშომ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)